ახალი ამბები

9 ახალი შემთხვევიდან 5 სატვირტთო ავტომობილის მძღოლია – ეზუგბაია

13 ივლისი, 2020 • 659
9 ახალი შემთხვევიდან 5 სატვირტთო ავტომობილის მძღოლია – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ცხრავე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია და ეს პაციენტები კოვიდ ცენტრებში საკარანტინო სივრცეებიდან გადაიყვანეს.

„გამოჯანმრთელებულები დღეის მონაცემები არ გვყავს. იყო 857 და რჩება 857. ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში 151 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია, ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 გახლავთ სატვირტთო მანქანის მძღოლი“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 3 ახალი პაციენტი დაემატა, რომელთაგან 2 სომხეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი -რუსეთიდან.


13 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 995 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 857 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი