ახალი ამბები

12 ივლისი : საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12 ივლისი, 2020 • 1587
12 ივლისი : საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს, 12 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 986-ს მიაღწია. როგორც ნეტგაზეთს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უთხრა ხუთივე შემთხვევა იმპორტირებულია და Covid-19 კარანტინში მყოფ პირებს დაუდასტურდათ. 

მთავრობის მიერ შექმნილი Stop.cov.ge-ის ინფორმაციით, მათგან გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, გარდაიცვალა 15 პაციენტი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5001 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 219 ადამიანია. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ ქვეყნის 31 მოქალაქე გადმოიყვანეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი