ახალი ამბები

ტაბახმელაში ძაღლს, რომელიც 5 წლის ბავშვს გველისგან იცავდა, გიურზამ უკბინა

11 ივლისი, 2020 • 2676
ტაბახმელაში ძაღლს, რომელიც 5 წლის ბავშვს გველისგან იცავდა, გიურზამ უკბინა

ტაბახმელაში ძაღლს, რომელიც 5 წლის ბავშვთან ერთად ეზოში თამაშობდა, გიურზამ უკბინა.  როგორც საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახანგ ლომჯარია წერს, ძაღლმა გველის დანახვისთანავე ყეფა დაიყო, თუმცა გველმა მისთვის კბენა მაინც მოასწრო:

“წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას” ეს ,,რაღაცა” კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში” – ამბობს ლომჯარია.

მისი თქმით, ძაღლის მდგომარეობა ძალიან რთული იყო, თუმცა ვეტერინარებმა მისი გადარჩენა შეძლეს:

“მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს” – წერს ლომჯარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი