ახალი ამბები

მაღალი დონის კორუფცია საქართველოში კვლავ აქტუალურია – ევროკომისიის ანგარიში

10 ივლისი, 2020 • 1299
მაღალი დონის კორუფცია საქართველოში კვლავ აქტუალურია – ევროკომისიის ანგარიში

“მაღალი დონის კორუფცია ამ ანგარიშით მოცულ ყველა ქვეყანაში კვლავ აქტუალური საკითხია”, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის.

ეს არის მესამე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც მიმოიხილავს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, როგორ ასრულებენ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და სხვა ქვეყნები ნაკისრ ვალდებულებებს.

“საქართველო ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებას აგრძელებს 2019-2020 წლების ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის საშუალებით, რომელიც სხვადასხვა სფეროში (მართლმსაჯულება, კერძო სექტორი, პოლიტიკური კორუფცია, შესყიდვები და ა.შ.) ანტიკორუფციულ პრიორიტეტებს ასახავს და ასევე საერთაშორისო წარმომადგენლების რეკომენდაციებს ითვალისწინებს. თუმცა მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული შეშფოთება კვლავ არსებობს”, – წერია ევროკომისიის მომზადებულ დოკუმენტში.

როგორც ევროკომისია აღნიშნავს, საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულებას. თუმცა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველომ უნდა გააგრძელოს ზომების მიღება არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად.

მასალების გადაბეჭდვის წესი