ახალი ამბები

გამოცდებზე გასულ ერთ-ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა – გამყრელიძე

10 ივლისი, 2020 • 1388
გამოცდებზე გასულ ერთ-ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი გამოუვლინდა ერთ-ერთ აბიტურიენტს, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა.

„ჩვენ გვიან ღამით გვქონდა კომუნიკაცია საგამოცდო ცენტრთან და ყველა ღონისძიებაა გატარებული პრევენციისთვის და ყველა ის პირი, ვინც იმ დღეს აბარებდა გამოცდას ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად, გააგრძელებენ გამოცდებზე ტესტების წერას, ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური წესების დაცვით“,-ამბობს გამყრელიძე

მისი თქმით, ახალგაზრდა გოგო ამ ეტაპისთვის თავს კარგად გრძნობს, რადგან „ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, ის გადაყვანილია შემდგომი მკურნალობისთვის“,-ამბობს ამირან გამყრელიძე. ასევე, იმ ცხრა ადამიანზე, მათ შორის დამკვირვებლებზე და სხვა აბიტურიენტებზე, ვინც ამ გოგოსთან ერთად იმყოფებოდნენ საგამოცდო ცენტრში, ეპიდსაწინააღმდეგო კვლევები მიმდინარეობს.

გამყრელიძემ განმარტა, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევის წყარო უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი