ახალი ამბები

ელისაშვილი: შოთაძეს მოვუწოდებთ, შაქარაშვილის საქმეზე უცხოელი ექსპერტები მოიწვიოს

9 ივლისი, 2020 • 1093
ელისაშვილი: შოთაძეს მოვუწოდებთ, შაქარაშვილის საქმეზე უცხოელი ექსპერტები მოიწვიოს

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია მთავარის ეთერში აცხადებს, რომ ახლო მომავალში გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს ოფიციალურად მიმართავენ და შაქარაშვილის საქმეზე უცხოელი ექსპერტებისა და გამომძიებლების მოწვევას მოითხოვენ.

ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში გამოძიების მიმართ ნდობა დაბალია, რაც ხორავას ქუჩის საქმის მსვლელობამაც განაპირობა. ელისაშვილის თქმით, შოთაძეს ახლა აქვს შანსი, “სახე შეინარჩუნოს” და ამისთვის შაქარაშვილის საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვაა საჭირო:

“ყველანი ვხედავთ, რომ მედია იძიებს საქმეს და ყოველდღე ახალ-ახალ მტკიცებულებებს და ფაქტებს დებს. პროკურატურა და შსს კი ცდილობენ ჩაფარცხონ ეს საქმე და ამ ფაქტების ნიველირება მოახდინონ. ჩვენი პარტიის, “მოქალაქეების” პოზიციაა, რომ შოთაძეს გვინდა მივმართოთ, ერთხელ ხომ შეირცხვინა თავი სარალიძის საქმის ჩაფარცხვით, მიაბრუნეს იქ დიდი ამბით, ჩვენ გვაქვს ასეთი თხოვნა, წერილსაც შევიტანთ – არავინ ენდობა ამ ქვეყანაში ისედაც გამოძიებას. დღეს შოთაძეს აქვს შანსი მეტ-ნაკლებად სახე შეინარჩუნოს, მიმართოს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, აშშ-ს და ევროკავშირს, და მოვიწვიოთ სანდო უცხოელი სპეციალისტები.

შოთაძეს მოვუწოდებთ, რომ ჩამოიყვანოს დამოუკიდებელი ექსპერტები და გამომძიებლები. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, ხელის გულზეა… როგორ უნდა გადაგეწვას ადგილი, რომელიც გამოძიებისთვის უმნიშვნელოვანესია. რას ჰქვია გადაგეწვას, შემოღობილი არ გქონდა. რატომ არ იცავდა იმ პერიმეტრს პოლიცია? მილიონი კითხვაა” ,- ამბობს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი