ახალი ამბები

ჰარვარდი და MIT ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან

9 ივლისი, 2020 • 1261
ჰარვარდი და MIT ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან

ჰარვარდის უნივერსიტეტი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივიან. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

მიზეზი არის აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის (ICE) გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ მისცემს ვიზებს სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრისთვის მთლიანად ონლაინ-სწავლებაზე იქნებიან გადასული, ხოლო ICE არ მისცემს მათ აშშ-ში შემოსვლის უფლებას.

უნივერსიტეტებში მიიჩნევენ, რომ “[გადაყწვეტილების] ეფექტი და ალბათ მიზანიც უნივერსიტეტებისთვისა და უცხოელი სტუდენტებისთვის მაქსიმალური ქაოსის შექმნაა“, — ვკითხულობთ სარჩელში.


კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი სასწავლო დაწესებულება (მათ შორის საქართველოს ყველა უნივერსიტეტი და სკოლა) დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

გარეკანის ფოტოზე: მასაჩუსეტსის ტექნოლიგიური ინსტიტუტი. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი