ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, 3 მილიონს გადააჭარბა.

ამჟამად, უნივერსიტეტის ცნობით, გამოვლენილია ინფიცირების 3 055 004 შემთხვევა — ყველაზე მეტი მსოფლიოში. აქედან გარდაიცვალა 132 309 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 953 420.

ყველაზე მეტი შემთხვევები ბოლო დროს კალიფორნიასა და ფლორიდას შტატებზე მოდის. ორივეგან გუშინ 10 000-ზე მეტი ახალი დაავადებული გამოავლინეს.

თუმცა პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი პენსი აცხადებენ, რომ აშშ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებულია და სურთ,  შემდგომაზე სკოლებმა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განაახლონ.

ენტონი ფაუჩი კი, აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ აშშ კორონავირუსის პირველ ტალღაში „მყარად დგას“.