ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავეს

8 ივლისი, 2020 • 1237
სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავეს

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში რამდენიმე თვის წინ დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდის, თენგიზ ლაკერბაიას მხარდამჭერი აქციის მონაწილეები დააკავეს.

სოხუმის ოფიციალური ინფორმაციით, აქცია, რომელზეც 30-მდე მონაწილე იმყოფებოდა, არ იყო სანქცირებული. შესაბამისად, 15 პირი პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს.

თენგიზ ლაკერბაია დე ფაქტო ოპერატიული სამსახურების მიერ 2020 წლის 7 მარტს რამდენიმე ბრალდებით დააკავეს, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა -შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის ბრალდებით. ე.წ. კანონიერ ქურდს ადგილობრივმა სასამართლომ 4.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი