ახალი ამბები

თავშესაფრის თანამშრომელს ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობისთვის 6 წელი მიუსაჯეს

8 ივლისი, 2020 • 1167
თავშესაფრის თანამშრომელს ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობისთვის 6 წელი მიუსაჯეს

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობისთვის.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა სიღნაღის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თავშესაფრის თანამშრომელი დამნაშავედ ცნო.

სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ცნობით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი