ახალი ამბები

წინანდალში, სასტუმრო “რედისონში” ხანძარია

8 ივლისი, 2020 • 1540
წინანდალში, სასტუმრო “რედისონში” ხანძარია

წინანდალში, სასტუმრო “რედისონში” ხანძარია.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროდან დამსვენებლების ევაკუაცია მოხდა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული. საგანგებოში ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.


*გარეკანისთვის გამოყენებული ფოტო აღებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გვერდიდან და არ ასახავს უშუალოდ ამ ხანძარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი