ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჯანდაცვის სისტემა ისევ გადატვირთულია, სიტუაცია მძიმეა – ფაშინიანი

7 ივლისი, 2020 • 1137
ჯანდაცვის სისტემა ისევ გადატვირთულია, სიტუაცია მძიმეა – ფაშინიანი

“ჯანდაცვის სისტემა დატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. სიტუაცია კვლავ მძიმეა”, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღევანდელი, 7 ივლისის ბრიფინგის დროს.

ფაშინიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან წესები.

“იმ დროს, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვეღარ ემსახურება მოქალაქეებს ამ უკიდურესად დაძაბულ რეჟიმშიც კი, სხვა გზა უბრალოდ არ გვექნება იმის გარდა, რომ ძველი შეზღუდვების რეჟიმს დავუბრუნდეთ და უფრო მკაცრი შეზღუდვები დავაწესოთ, რათა გავუმკლავდეთ სიტუაციას”, რასაც, ფაშინიანის თქმით, ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები ექნება და, შესაბამისად, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეცვალონ ქცევის წესები.

“ჩვენ გვესმის, რომ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ საგანგებო მდგომარეობას. თუმცა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ უახლოეს მომავალში, როგორც მინიმუმ, ერთხელ გავაგრძელებთ საგანგებო მდგომარეობას”.

7 ივლისის ოფიციალური მონაცემით, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 349 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ამ ეტაპზე სომხეთში კორონავირუსის 30 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 700-მდე ადამიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი