ტაილანდში კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სასწავლო პროცესი სოციალური დისტანცირების წესების დაცვით აღდგა.
მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულებაში შესვლამდე ტემპერატურას უზომავენ, სავადლებულოა პირბადის და სახის დამცავი ფარის ტარებაც, საკლასო ოთახებსა და სასადილოში კი, ბავშვების ერთმანეთისგან განცალკევების მიზნით, მერხებზე სპეციალური ბარიერები მოეწყო.
ზოგიერთ სასაწავლო დაწესებულებაში სტუდენტებისთვის სპეციალური ქუდების ტარებაა სავალდებულო, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო დისტანციას განსაზღვრავს.
ქვეყანაში ამ დრომდე ახალი კორონავირუსის 3,195 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 3,072 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 58 ადამიანი კი გარდაიცვალა. უკანასკნელ 24 საათში ტაილანდში ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ “ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს” ფოტორეპორტაჟს ტაილანდიდან:















