ახალი ამბები

7 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსამდე მოიმატებს

6 ივლისი, 2020 • 1052
7 ივლისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსამდე მოიმატებს

7 ივლისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა 40-42 გრადუსს მიაღწიოს.

ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს განცხადებით, 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 35-37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33-35 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34,-39, მთიან რაიონებში კი 29-34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სააგენტოს ცნობით, 8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3- ბალიანი ღელვა.

სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი