6 ივლისის დილას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების კიდევ 330 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 162 პაციენტი, 7 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 28 936 შემთხვევაა დადასტურებული.
16 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 491 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მკურნალობას 11 984 ადამიანი აგრძელებს.
ჩატარებულია 123 815 ტესტი.








