ახალი ამბები

როგორ აღნიშნავენ თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს

4 ივლისი, 2020 • 929
როგორ აღნიშნავენ თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო თბილისში ყოველწლიურად მართავს ღონისძიებებს, თუმცა წელს პროგრამა პანდემიის კრიზისის გამო შეიცვალა.

“მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო წელს ვერ მოვახერხეთ ღონისძიებების ჩატარება, ჩვენი ენთუზიაზმი ამ ტრადიციული ზეიმის გასამართად ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საღამოს, 22:00 საათზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთაწმინდის პარკში ფეიერვერკს გაუშვებენ.

“ქალაქი თბილისი სატელევიზიო ანძას ჩვენი დროშის ფერებში აანთებს და ჩვენს ყველა ქართველ მეგობარს ვიწვევთ, გაგვიზიარონ 4 ივლისის მილოცვა ჰეშთეგით #IndependenceDay”,  – აღნიშნავს უწყება.

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიულოცეს.

“ეს დღე ნებისმიერი ერის ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, არამხოლოდ თავისი სიმბოლით, არამედ იმიტომ, რომ ის არის მატარებელი იმ ღირებულებებისა, რომლის გარშემოც ერტიანდება ერი. ეს ღირრებულებები მთელმა მსოფლიომ იცის: თავისუფლეა, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემორატია. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ასევე ჩვენ გვაერთიანებს ამერიკასთან”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა და უთანაგრძნო ოჯახებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის კრიზისის გამო დაზარალდნენ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას მხარდაჭერისთვის როგორც პანდემიის დროს, ისე სხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად. მისი თქმით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს “უმაღლეს ნიშნულზეა”.

“ეს დღე მნიშვნელოვანია არამხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაცშეიქმან სახელწმიფო, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლების სიმბოლოა. ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს. სწორედ ამ ღირებულებებით ხელმძღვანელობს ქართველი ერი, რომელიც მტკიცედ ადგას თავისუფლების, დემოკრატიის განტმიცების, ძლიერი ეკონომიკის მშენებლობის და თავისი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზას”,- თქვა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი