ნეტგაზეთი | 4 ივლისი: კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 4 4 ივლისი: კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 4 – Netgazeti

4 ივლისი: კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 4

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სამივე შემთხვევა შემოტანილია, ინფიცირებულები კი ტრაილერების მძღოლები არიან.

ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ის 946 შემთხვევაა აღრიცხული, რომელთაგან 825 გამოჯანმრთელდა, 15 კი – გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს: კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3310 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 203.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან