ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

27 ათასზე მეტი დაინფიცირებული და 600-ზე მეტი გარდაცვლილი – COVID-19 სომხეთში

3 ივლისი, 2020 • 1888
27 ათასზე მეტი დაინფიცირებული და 600-ზე მეტი გარდაცვლილი – COVID-19 სომხეთში

სომხეთის ჯანდაცვის უწყების 3 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში დღე-ღამეში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 10 ფაქტი დაფიქსირდა.

საერთო ჯამში, სომხეთში კოვიდ-ინფიცირების 27 320 შემთხვევაა გამოვლენილი, 625 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სომხეთი ინფიცირების მაჩვენებლით არა მხოლოდ რეგიონში ლიდერობს. სომხეთი ერთ მილიონ მოსახლეზე დაინფიცირების მაჩვენებლით [9 220 ]  უსწრებს იტალიას [3 985], ბრაზილიას [7 063], ესპანეთს [6 366], აშშ-ს [8 571], დიდ ბრიტანეთს [4 180], საფრანგეთს [2 549] და ა.შ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი