ახალი ამბები

3 ივლისი: კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 4

3 ივლისი, 2020 • 916
3 ივლისი: კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 4

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ასევე 4-ით გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია: 2 დაინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლია, დანარჩენი 2 მოქალაქე კი საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა.

ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ის 943 შემთხვევაა აღრიცხული, რომელთაგან 821 გამოჯანმრთელდა, 15 კი – გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს: კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

მასალების გადაბეჭდვის წესი