ახალი ამბები

თურნავა “ვიზეართან” ჩარტერულ ფრენებზე შეთანხმებას არ გამორიცხავს

2 ივლისი, 2020 • 1359
თურნავა “ვიზეართან” ჩარტერულ ფრენებზე შეთანხმებას არ გამორიცხავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა და “ვიზეარი” შესაძლოა ჩარტერული რეისების შესრულებაზე შეთანხმდნენ.

დღეს, 2 ივლისს თურნავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტექნიკური საკითხია ვიზეარს”ორი ხომალდი ეყოლება ქუთაისში პარკინგზე თუ ერთი.” თურნავას თქმითვე, ავიაკომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალურად უკვე მიმართა და 10-ზე მეტი მიმართულებით ფრენების აღდგენას ითხოვს. როგორც თურნავა ამბობს ამ საკითხს ავიციის სააგენტო ჯერ კიდევ განიხილავს.

“რეგულარული ფრენები პირველ აგვისტომდე გადავდეთ, თუმცა ჩარტერული რეისები  ძალიან აქტიურად ხორციელდება. არ გამოვრიცხავ რომ იგივე “ვიზეართან” ჩარტერული ფრენების რეჟიმზეც შევთანხმდეთ რაღაცაზე. მოსახლეობისთვის არსებითად სულერთია რეგულარული ჰქვია ფრენას თუ ჩარტერული თუ ბილეთი ხელმოსაწვდომ ფასად, დროულად გამოცხადებული და დროულად შესრულებული იქნება,”- ამბობს თურნავა.

გუშინ, 1 ივლისს ცნობილი გახდა, რომ “ვიზეარი”ქუთაისის ბაზას არ ხურავს, თუმცა ოპერაციებს დროებით აჩერებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, საოპერაციო საქმიანობა აღდგება მაშინ, როცა Wiz Air მთავრობის დადგენილებას მიიღებს რეგულარული ფრენების აღდგენის თაობაზე.

უცნობია როდის არდგება რეგულარული ფრენები საქართველოში. მთავრობის თავდაპირველი გეგმით, რეგულრაული ფრენები კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნების ნაწილთან ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მოგვიანებით ეს გეგმა შეიცვალა და ფრენების აღდგენა აგვისტომდე გადავადდა. ამის პარალელურად ივნისში დაინიშნა ჩარტერული ფრენები რამდენიმე მიმართულებით, რომელსაც საქართველოს ავიახაზები ასრულებს. ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ვერ აზუსტებს აღდგება თუ არა რეგულარული ფრენები გარკვეული მიმართულებებით აგვისტოდან.

მინისტრი ვერ აზუსტებს აღდგება თუ არა რეგულარული ფრენები აგვისტოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი