ახალი ამბები

8 ახალი შემთხვევიდან 6 სატვირთო მანქანის მძღოლია – ეზუგბაია

2 ივლისი, 2020 • 743
8 ახალი შემთხვევიდან 6 სატვირთო მანქანის მძღოლია – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი შემთხვევიდან 6 სატვირტთო ავტომობილის მძღოლია.

„8 პაციენტიდან ერთი გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, დანარჩენი 7 არის ყველა შემოტანილი. ამ 7-დან 6 სატვირტთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კი, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი მოქალაქეა“, – ამბობს ეზუგბაია.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოში, კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.

2 ივლისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 22 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 939 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 817 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი