ახალი ამბები

საპროექტო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს – კალაძე ვარკეთილის მეტროზე

1 ივლისი, 2020 • 847
საპროექტო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს – კალაძე ვარკეთილის მეტროზე

თბილსის მერმა კახა კალაძემ დღეს, პირველ ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვარკეთილის მეტროსადგურზე ისაუბრა, სადაც რამდენიმე წლის წინ ჭერი ჩამოინგრა. კალაძის თქმით, სადგურის რეაბილიტაციაზე საპროექტო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რადგან მერიას სურს, სარემონტო სამუშაოები მაღალ დონეზე იყოს შესრულებული.

“ზოგადად, მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაში გვაქვს, ამის ერთ-ერთ მაგალითად შემიძლია ვარკეთილი მოვიყვანო, სადაც რამდენიმე წლის წინ ჭერი ჩამოინგრა. საპროექტო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რადგან ამ კონკრეტული მეტროსადგურის შემთხვევაში საქმე დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. პროექტი როცა განხორციელდება, გვინდა მაქსიმალურად დაზღვეულები ვიყოთ, რათა ანალოგიური არ მოხდეს და სამუშაოები მაღალ დონზე იყოს შესრულებული”, – ამბობს კალაძე.

2018 წლის 31 იანვარს მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. მეტრო “ვარკეთილის” რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

“ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია” – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი