ახალი ამბები

1 ივლისი: კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1 ივლისი, 2020 • 1418
1 ივლისი: კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ 1 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 931 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 795 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 3 ახალ შემთხვევას შორის 2 სატვირტთო ავტომანქანის მძღოლია, ხოლო ერთი მანამდე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

ორი არის სატვირთო მანქანების მძღოლი და შემოტანილი შემთხვევა, ერთი არის დადასტურებულის კონტაქტი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

მასალების გადაბეჭდვის წესი