ახალი ამბები

ჩეხეთი 1 ივლისიდან საქართველოსთვის საზღვრებს არ გახსნის

30 ივნისი, 2020 • 2326
ჩეხეთი 1 ივლისიდან საქართველოსთვის საზღვრებს არ გახსნის

ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, რომელსაც ქვეყანა პირველი ივლისიდან საზღვრებს გაუხსნის, საქართველო ვერ მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Schengenvisainfo News ავრცელებს.

სიაში, რომლის მოქალაქეებსაც ჩეხეთში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ, მოხვდნენ ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა და ტაილანდი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჩეხეთის რესპუბლიკამ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ცნობილი გახდა ევროკავშირის საბჭოს მიერ შერჩეული 15 ქვეყნის სია, რომლის მოქალაქეების მიღებასთან დაკავშირებითაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეძლევათ რეკომენდაცია.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომას პეტრიჩეკმა აღნიშნა, რომ მონტენეგროსა და სერბეთის შემთხვევაში ქვეყნებს შორის იქნება ორმხრივი მიმოსვლა და კორონავირუსზე ტესტირებებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარება სავალდებულო არ იქნება.

ევროკავშირის საბჭომ დღეს, 30 ივნისს, გამოაქვეყნა იმ მესამე ქვეყნების სია, საიდანაც ვიზიტორების მიღება უსაფრთხო და, შესაბამისად, დაშვებული იქნება (კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე). მათ შორის მოხვდა საქართველოც.

ეევროკავშირის საბჭომ იმ მესამე ქვეყნებს შორის, საიდანაც ვიზიტორების მიღება უსაფრთხო და, შესაბამისად, დაშვებული იქნება (კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე), საქართველოც შეიყვანა.

საქართველოს გარდა, სიაში მოხვდნენ ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი (პეკინის მიერ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში).

ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია, მათივე განცხადებით, იურიდიულად სავალადებულო არაა და რეკომენდაციის შესრულებაზე პასუხისმგებლები ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებები არიან.

ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

მასალების გადაბეჭდვის წესი