ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ოპოზიციური პარტიის ლიდერს, წარუკიანს კორონავირუსი დაუდგინეს

30 ივნისი, 2020 • 1412
სომხეთში ოპოზიციური პარტიის ლიდერს, წარუკიანს კორონავირუსი დაუდგინეს

სომხური მედიის ცნობით, სომხეთში ოპოზიციური პარტიის, “აყვავებული სომხეთის” ლიდერს, გაგიკ წარუკიანს კორონავირუსი დაუდგინეს.

როგორც news.am წერს, რამდენიმე თვის წინ წარუკიანმა ფეისბუკზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც აცხადებდა, რომ “კეთილი ადამიანები კორონავირუსით არ ინფიცირდებიან”.

ამჟამად წარუკიანის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სამ საქმეზე, — უკანონო სათამაშო ბიზნესი, მიწის ნაკვეთების მისაკუთრება და 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ამომრჩევლის მოსყიდვა. წარუკიანი საქმეებს გაერთიანება პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რასაც ხელისუფლება უარყოფს.

„რადიო თავისუფლების“ სომხურენოვანი გამოცემის თანახმად, წარუკიანმა 5 ივნისს მწვავედ გააკრიტიკა ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა Covid-19-ის პანდემიის კრიზისთან ბრძოლის სტრატეგიის გამო, რასაც მმართველმა გუნდმა ასევე მწვავე განცხადებებით უპასუხა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 17 ივნისს უარყო ბრალდებები წარუკიანის დაკავების პოლიტიკურ მოტივთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი