ახალი ამბები

COVID-19: სოფელი მუშევანი 6 ივლისიდან იხსნება

30 ივნისი, 2020 • 1138
COVID-19: სოფელი მუშევანი 6 ივლისიდან იხსნება

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ მუშევანში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები 6 ივლისიდან მოიხსნება. ინფორმაცია მთავრობამ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში (რომელიც აგრეთვე მთლიანად იყო მკაცრი საკარანტინე შეზღუდვების ქვეშ) სამი სოფელი — ვანათი, ხატისოფელი და მუშევანი- ჯერ კიდევ 25 აპრილს „ჩაკეტეს“.

პირველ ივნისს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მუშევანი „ყველაზე ცხელი წერტილი“ იყო ქვეყანაში და მთლიანობაში, მხოლოდ იქიდან კორონავირუსი 75 ადამიანს დაუდასტურდა.

მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილება „ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე“ იქნა მიღებული.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი