ახალი ამბები

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა — იმნაძე

30 ივნისი, 2020 • 1879
კორონავირუსმა მუტაცია განიცადა — იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსმა განიცადა „საყურადღებო მუტაცია“, რომლის გამოც, შესაძლოა, ის უფრო გადამდები გახდეს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

იმნაძის თქმითვე, შესაძლოა მათ, ვინც უკვე გადაიტანა კორონავირუსი, მის მუტირებულ ვერსიაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს.

„სამწუხაროდ, ახლა გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, სადღაც თებერვალ-მარტში წარმოშობილი ევროპაში. მარტივად რომ გითხრათ, ეს არის სპაიკცილა, კორონავირუსს რომ გამოშვერილები აქვს, რითიც უჯრედებს ემაგრება და შემდეგ შედის, იმისი მუტაცია მოხდა, რომელმაც გაუადვილა უჯრედში შეღწევა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც პირველად წამოვიდა. ახლა ჩინელმა მეცნიერებმა ატეხეს განგაში, ეს შტამი ჩინეთს შეუბრუნდა ევროპიდან და არ არის მთლად კარგი მოვლენა ეს.

ვისაც გადატანილი აქვს უმუტაციო კორონავირუსი, შესაძლოა, მუტირებულზე არ ჰქონდეს იმუნიტეტი, იმიტომ, რომ მუტაციის მექანიზმია უჯრედში შეჭრა. ვნახოთ, ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა ვირუსის“, — ამბობს იმნაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი