ახალი ამბები

თურნავას თქმით, შემდეგ ეტაპზე ფიტნეს ცენტრები და აუზები გაიხსნება

30 ივნისი, 2020 • 831
თურნავას თქმით, შემდეგ ეტაპზე ფიტნეს ცენტრები და აუზები გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შემდეგ ეტაპზე ფიტნეს ცენტრებსა და აუზებს საქმიანობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. თურნავას არ დაუსახელებია, კონკრეტულად როდის იქნება “შემდეგი ეტაპი”, თუმცა თქვა, რომ ეს რისკის შემცველი საქმიანობებია:

“კიდევ გვრჩება  საკმაოდ მცირე რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობისა, რომელიც ჯერჯერობით შეზღუდულია. გვესმის ყველას პრობლემა, ესენია ფიტნეს ცენტრები, აუზები… შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე უკვე განვიხილავთ ამ საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნას ყველა პროტოკოლის დაცვით”.

ფიტნეს ცენტრები და საუცრაო აუზები მიმდინარე წლის გაზაფხულზე, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, სხვა ობიექტების მსგავსად დახურეს და ამ დრომდე არ გაუხსნიათ. ფიტნეს ინსტრუქტორებმა და სპორტსმენებმა ბოლონ პერიოდში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობის უფლება მოითხოვეს, რადგან ისინი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი