ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის გახსნის საკითხს განიხილავს

30 ივნისი, 2020 • 1065
აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის გახსნის საკითხს განიხილავს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 15 ივლისიდან ტურისტებისთვის გახსნის საკითხს განიხილავს.

აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილმა შტაბმა შესაბამის უწყებებს [დე ფაქტო სამინისტროებს] დაავალა, შეიმუშაონ ტურისტებისთვის აფხაზეთის გახსნის გეგმა.

“ბევრი სამუშაო აქვს ტურიზმის სამინისტროს ტუროპერატორებთან, რომლებიც აფხაზურ მხარეს მუშაობენ, ასევე, სადაზღვევო კომპანიებთან და ყველა იმ სტრუქტურასთან, რომელიც ამ ბიზნესში საქმიანობს. საკმაოდ ბევრი შემოთავაზება მივიღეთ რუსეთიდან, როგორ მოვახდინოთ მსგავსი სამუშაოს ორგანიზება. საჭიროა სწორი საგზაო რუკის შემუშავება.

ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქები რთულ დღეში არიან, დაზარალებულია ეკონომიკა, ფინანსები, ფულის და სავაჭრო ბრუნვა. ჩვენ ამ სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვედით, თუმცა არასწორმა ნაბიჯმა შესაძლოა მომავალში გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს”.

კორონავირუსის პანდემიის გამო, აფხაზურმა მხარემ, ენგურის გარდა, გამშვები პუნქტი რუსულ მხარესთანაც ჩაკეტა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ოფიციალური ცნობითვე, რუსი ტურისტები აფხაზეთში ვერ შედიან, რაც თავის მხრივ, იმ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, ვისი შემოსავალიც ტურიზმზეა დამოკიდებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი