ახალი ამბები

გრიპის ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც „პანდემიის პოტენციალი“ აქვს – BBC

30 ივნისი, 2020 • 2668
გრიპის ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც „პანდემიის პოტენციალი“ აქვს – BBC

ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც მომავალში გლობალური პანდემიის გამოწვევის პოტენციალი გააჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გრიპის ვირუსი თავდაპირველად ღორებში დაფიქსირდა, თუმცა, როგორც მკვლევრები ამბობენ, მას ადამიანზე გავრცელებაც შეუძლია.

BBC-ის თანახმად, მეცნიერები შიშობენ, რომ გრიპის ამ ახალ შტამს მუტაცია და, შესაბამისად, ფართო (ადამიანიდან ადამიანზე) გავრცელება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საშიშროება ამჟამინდელი/გადაუდებელი არ არის, შესაძლოა გრიპის წინააღმდეგ ადამიანებს იმუნიტეტი საერთოდ არ ჰქონდეთ, ამიტომ მეცნიერები აცხადებენ, რომ საჭიროა ყურადღების კონცენტრაცია შესაძლო საფრთხეების ნეიტრალიზაციის მიზნით.

ვირუსს მკვლევრებმა G4 EA H1N1 უწოდეს. მეცნიერებმა ამ ვირუსის არსებობის მტკიცებულებები უკვე იპოვეს იმ ადამიანებში, ვინც ჩინეთში, ღორების სასაკლაოებში ან/და ამ ინდუსტრიის სხვადასხვა განშტოებაში მუშაობს.

ჯერჯერობით გრიპის უკვე არსებული ვაქცინები არ იცავს ადამიანებს ამ კონკრეტული ავადმყოფობისგან, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მათი ადაპტირება შესაძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი