შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში სამმა პირმა ქორწინების მიზნით ქალს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ეს დანაშაული, მათ შორის, 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.