ახალი ამბები

30 ივნისი: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 3

30 ივნისი, 2020 • 814
30 ივნისი: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 3

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 928 შემთხვევა დასტურდება, რომელთაგან 794 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან, ერთი არის შიდა გადაცემა, რომლის კონტაქტიც დადგენილია, მეორე შემთხვევაში კი ვირუსი სატვირთო ავტომანქანის მძღოლს დაუდასტურდა, რომელიც უცხოეთიდან შემოვიდა საქართველოში.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2809, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229.

მასალების გადაბეჭდვის წესი