სომხეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 25 127 შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში დღე-ღამეში 482 შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა [577 სულ].

სომხეთს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამის მიუხედავად, ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ზომები გაუქმებულია.