ახალი ამბები

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება — ეგზიტპოლი

29 ივნისი, 2020 • 662
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება — ეგზიტპოლი

ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოქმედმა პრეზიდენტმა ანდრეი დუდამ პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა (42%) მიიღო, თუმცა ვერ მოახერხა ნახევარზე მეტის მოგროვება და აქედან გამომდინარე, მეორე ტური უნდა ჩატარდეს.

ასევე, ეგზიტპოლებით გამოვლენილია კონსერვატორ დუდას შესაძლო ოპონენტი — დედაქალაქის, ვარშავის ლიბერალური ხედვების მერი რაფალ ტრასკოვსკი ხმების 30 პროცენტით.

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა და ფიზიკური დისტანცირების წესებისა, არჩევნებზე მაინც ბევრი ამომრჩეველი მივიდა.

ტრასკოვსი აცხადებს, რომ ევროკავშირთან არსებულ უთანხმოებებს მოაგვარებს, როცა დუდა და მისი მოკავშირეები ხშირად ვერ თანხმდებოდნენ ბლოკთან, მედიასთან და სამართლებრივ სისტემასთან დაკავშირებული რეფორმების გამო.

თავის მხრივ, დუდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერით სარგებლობს — „პოლონელი ხალხი მას ძალიან აფასებს“, — აღნიშნა ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი