ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკის თანახმად, ახალი კორონავირუსის — SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეულ დაავადება COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში — 125 803, შტატებშია ასევე ინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელი.
მეორე ადგილზე ორივე მაჩვენებელში არის ბრაზილია — ვირუსს იქ 57 000 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.
ასევე, სიკვდილიანობის მხრივ ხუთეულში შედიან გაერთიანებული სამეფო, იტალია და საფრანგეთი.