საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლები არიან.
მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური გვერდის stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 926 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 791 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
ამასთანავე, 29 ივნისის დილის მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.