BBC-ი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 28 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოშო Covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 მლნ-ს გადააჭარბა.
ამავე მონაცემებით, გარდაიცვალა კოვიდინფექციის მატარებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი.
რაოდენობრივად ყველაზე მეტი შემთხვევა დადასტურებულია შემდეგ ქვეყნებში:
- აშშ: 2 510 728
- ბრაზილია: 1 313 667
- რუსეთი: 644 542
- ინდოეთი: 528 859
- გაერთიანებული სამეფო: 311 739
საქართველოს უკანასკნელი სტატისტიკა ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 924
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 785
- მათ შორის გარდაცვლილი – 15
- კარანტინის რეჟიმში – 2819
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3