28 ივნისს სომხეთის დაავადებათ კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების 736 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, დაფიქსირდა განკურნების 205 და გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, დაფიქსირებულია Covid-19-ით ინფიცირების 25645 შემთხვევა. ჩატარებულია 109173 ტესტირება. მკურნალობას აგრძელებს 10964 პაციენტი.

გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 426 ადამიანი.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა 27 ივნისს განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფიცირებულია 1400 სამედიცინო მუშაკი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 4 დღის წინ განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში აღარ ჰყავთ Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას ელოდებიან.