ახალი ამბებიგართობა

როლინგ სტოუნზი ტრამპს აფრთხილებს, წინასაარჩევნოდ მათ სიმღერებს ნუ გამოიყენს

28 ივნისი, 2020 • 1783
როლინგ სტოუნზი ტრამპს აფრთხილებს, წინასაარჩევნოდ მათ სიმღერებს ნუ გამოიყენს

ბრიტანული როკ-ბენდი „როლინგ სტოუნზი“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აფრთხილებს, ნუ გამოიყენებს წინასაარჩევნოდ მათ სიმღერებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოთი ემუქრება.

ბენდის იურიდიული წარმომადგენლობის ცნობით, ისინი ამჟამად მუშაობენ საავტორო უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციასთან, რათა შეაჩერონ მათი მუსიკის არაავტორიზებული გამოყენება.

გასულ კვირას, ტულსაში, ოკლაჰომაში, ტრამპის კამპანიისას გამოიყენეს „როლინგ სტოუნზის“ სიმღერა, სახელმწოდებით You Can’t Always Get What You Want („ყოველთვის იმას ვერ მიიღებ, რაც გინდა“). იმავეს სიმღერას ტრამპის 2016 წლის კამპანიის დროსაც იყენებდნენ.

„როლინგ სტოუნზი არ უჭერს მხარს დონალდ ტრამპს“, – განაცხადა მაშინ ბენდმა.

მასალა მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი