ახალი ამბები

27 ივნისი: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 1

27 ივნისი, 2020 • 1526
27 ივნისი: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 1

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ორივე შემთხვევაში კორონავირუსი სატვირთოს მძღოლებს დაუდასტურდა, რომლებიც სომხეთიდან შემოვიდნენ საქართველოში.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს მონაცემებით ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის სულ 921 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 781 და გარდაიცვალა 14 პაციენტი.

27 ივნისის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687 ადამიანი ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 207 პირია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი