ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, პოლიციამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე იძალადა

26 ივნისი, 2020 • 714
ადვოკატის თქმით, პოლიციამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე იძალადა

გიროგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან პირს, რომელსაც ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვს წაყენებული, პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.

გიორგი გელხაურის თქმით, არასრუწლოვანი ამბობს, რომ პოლიციის მხრიან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ როგორც ფიზიკურ, ასევე, ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ადვოკატის თქმით, არასრულწლოვანი ამბობს, რომ პოლიციელებმა თავისა და ზურგის არეში დაარტყეს, ამასთან ,მის გამოკითხვას არ ესწრებოდა ადვოკატი:

“მასზე განხორციელდა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, ფიზიკური ზეწოლა. იგი არის არასრულწლოვანი, გამოკითხულია მშობელთან ერთად, თუმცა ამ გამოკითხვას არ ეწერებოდა ადვოკატი და დამცველი. აქედან გამომდინარე იგი საუბრობს ზეწოლაზეც. როგორც თავად ამბობს, მას მოხვდა თავში და ზურგში, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მას ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას. მათ მიერ არ მომხდარა მოწმის გადაცემა და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის ადასტურებს ჩვენებაში, რომ მის მიმართ იძულებას ადგილი არ ჰქონია”, – ამბობს ადვოკატი “მთავარ არხთან”.

შსს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულებების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, ცალსახად ამ ქმედებას მიეცემა შესაბამისი შეფასება.

იმ შემთხვევაში კი, თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, შსს-ში ამბობენ, რომ ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა:

“მე როგორც ვიცი, ეს განცხადება შეიცავს შემდეგ შინაარსს, რომ ფიზიკური ძალადობა და ანგარიშსწორება განხორციელდა საგამოძიებო მოქმედების დროს . ეჭვს აჩენს აღნიშნული განცხადება იმ კუთხით, რომ თუ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას და მას შემდეგ განხორციელდა რაიმე სახის იძულება ან ძალადობა, რატომ გაკეთდა აღნიშნული განცხადება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ და ეს განცხადება გაკეთდა ამ ადამიანის დაკავების შემდეგ.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს განცხადება, რა თქმა უნდა, შესწავლას საჭიროებს და უნდა მოხდეს ამ ფაქტების და გარემოებების შესწავლა. თუ
დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულებების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, ცალსახად ამ ქმედებას მიეცემა შესაბამისი შეფასება. იმ შეთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, ბუნებრივია, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

პოლიციაში არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობას ინსპექტორი იძიებს

მასალების გადაბეჭდვის წესი