ახალი ამბები

26 ივნისი: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 4

26 ივნისი, 2020 •
26 ივნისი: კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 4

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი ახალი შემთხვევა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-s თანახმად,  სულ საქართველოში კორონავირუსის 919 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 780 გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

მასალების გადაბეჭდვის წესი