ახალი ამბები

მედიაკოალიცია კალაძეს მოუწოდებს, არ გააღრმაოს მედიაზე თავდასხმის რისკები

25 ივნისი, 2020 • 1509
მედიაკოალიცია კალაძეს მოუწოდებს, არ გააღრმაოს მედიაზე თავდასხმის რისკები

კოალიცია „მედიის ადოკატირებისათვის“  თბილისის მერს მოუწიდებს, საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმაოს მედიაზე თავდასხმის რისკები. 

“წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით ქალაქ თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინიციატივას, შექმნას ახალი პლატფორმა მედიაკრიტიკისათვის და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად.

მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა.

განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა. გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები.

თბილისის მერს, როგორ მმართველი პარტიის წარმომადგენელს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმაოს მედიაზე თავდასხმის რისკები”, – ნათქვამია კოალიციის 25 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. 

სისხლი არაფერ შუაშია, ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგოებია – კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი