ახალი ამბები

PCR ტესტირებისთვის აპარატურის შესაძენად ADB საქართველოს 400 ათას ევროს გამოუყოფს

25 ივნისი, 2020 • 855
PCR ტესტირებისთვის აპარატურის შესაძენად ADB საქართველოს 400 ათას ევროს გამოუყოფს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს 400 ათასი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყვეს. როგორც ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ეს თანხა სამედიცინო აპარატურის შეძენას მოხმარდება, რაც PCR ტესტირებისთვის არის საჭირო.

“აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 400 000 ევროს ოდენობის გრანტი ხელს შეუწყობს საქართველოს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, შეიძინოს სამედიცინო აპარატურა. გრანტის თანხა მოხმარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უახლესი აპარატურის შეძენას ე.წ. PCR ტესტირებისთვის”, – წერია განცხადებაში.

გრანტის გარდა, აზიის განვითარების ბანკმა მიმდინარე წელს საქართველოს 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხიც გამოუყო, რომელიც საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს ანტიკრიზისულ გეგმას.

მასალების გადაბეჭდვის წესი