ახალი ამბები

28 ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება – გახარია

25 ივნისი, 2020 • 1394
28 ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი, შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც შეეხება 5 მუნიციპალიტეტის- თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს  28 ადმინისტრაციულ ერთეულს.

“ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 000 ჰა მიწა, ფაქტობრივად, მოწესრიგდება, ამისთვის უკვე დაფინანსება არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში.

„ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. ეს იქნება სრულად შექმნილი და სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, უფასოდ, საფასურის გარეშე, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, მთავრობას აქვს უკვე 3-წლიანი გეგმა გამოყოფილი ბიუჯეტით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სისტემური რეგისტრაცია საბოლოოდ დასრულდეს“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი