ახალი ამბები

რუსეთი თავს დაესხა საქართველოს — პოლონეთის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრაზე

25 ივნისი, 2020 • 1520
რუსეთი თავს დაესხა საქართველოს — პოლონეთის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრაზე

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პირველად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლონელი კოლეგა, ანდრეი დუდა მიიღო. შეხვედრაზე პრეზიდენტებმა სხვადასხვა საკითხები — მათ შორის რუსული ოკუპაცია განიხილეს.

თავის გამოსვლაში დუდამ საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაც ახსენა: „2014 წელს რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, მას აქვს ოკუპირებული ლუგანსკი და დონეცკი, ხოლო იქამდე [რუსეთი] საქართველოს დაესხა თავს“, — განაცხადა მან.

ამასთან ერთად, როგორც ტრამპმა აღნიშნა, გერმანიიდან ცოტა ხნის წინ გამოყვანილი ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი მომავალში სწორედ პოლონეთში იქნება ბაზირებული — „შევამცირებთ სამხედრო ბაზირებას გერმანიაში. ზოგი სამხედრო აშშ-ში დაბრუნდება, ზოგი კი წავა სხვა ადგილას ევროპაში, რომელთაგანაც ერთი პოლონეთი იქნება“, — დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.


გარეკანის ფოტო: EPA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი