სომხეთის პარლამენტის კიდევ ორ წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი.
სომხური გამოცემა ArmenPress-ის თანახმად, Covid-19 დაუდასტურდათ მმართველი გუნდის წევრებს, კრისტინე პოღოსიანსა და ვიკტორ იენღიბარიანს.
პოღოსიანის თქმით, მან არ იცის ინფიცირების წყარო.
23 ივნისს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ვაჰე ენფიაჯიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი.
24 მარტს სომხეთის დაავადებათ კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათში Covid-19-ით ინფიცირების 711 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, დაფიქსირდა განკურნების 653 და გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, დაფიქსირებულია Covid-19-ით ინფიცირების 21717 შემთხვევა. ჩატარებულია 100400 ტესტირება. მკურნალობას აგრძელებს 10404 პაციენტი.
გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 386 ადამიანი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყანაში აღარ ჰყავთ Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას ელოდებიან.