ახალი ამბები

ელისაშვილის პარტიას “მოქალაქეები” ერქმევა

23 ივნისი, 2020 • 2617
ელისაშვილის პარტიას “მოქალაქეები” ერქმევა

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ახალ პარტიას, რომელსაც “სამოქალაქო მოძრაობის” ბირთვთან ერთად ქმნის, “მოქალაქეები” ერქმევა.

მისი თქმით, პარტია რეგისტრაციის პროცესში იმყოფება. ამის თაობაზე მან რ2-ის ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ეს პარტია არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. ის აზუსტებს, რომ ამ პარტიის წევრები არ იქნებიან ანა დოლიძე და ლევან კობერიძე, რომელთან ერთადაც მან პოლიტიკური პლატფორმის დაფუძნების შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება პარტიის იდეოლოგიას:

“იდეოლოგიაზე ბევრს მელაპარაკებიან, თუმცა ჩემთვის მთავარი იდეოლოგიაც და მიზანიც არის საქართველო, საქართველოს წინსვლა და საქართველოს გამდიდრება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეოლოგია. ამ მიზნამდე როგორ მივალთ: ცოტა მარცხენა ხედვებით, ცოტა მარჯვენა ხედვებით, ძაან მარჯვენა ხედვებით თუ ცენტრისტული ხედვებით, სიმართლე გითხრათ, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს”, – აცხადებს ელისაშვილი.

როგორც ცნობილია, ელისაშვილმა “სამოქალაქო მოძრაობა” 2018 წელს დააფუძნა, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა 2019 წელს თბილისში, მთაწმინდის რაიონში რიგგარეშე მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, აქამდე ორგანიზაციას პოლიტიკური პარტიის სახე არ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი