ახალი ამბები

მთავრობამ ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის რეკომენდაციები შეიმუშავა

23 ივნისი, 2020
მთავრობამ ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის რეკომენდაციები შეიმუშავა

საქართველოს მთავრობა ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდნ აცილების მიზნით ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.

მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასეთია:

[checklist]

  • პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება;
  • სტუმრის მიერ გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის განთავსება, სადაც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პარკი;
  • სტუმრის გასვლის შემდეგ სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია მათ შორის, 4 – საათიანი განიავება;
  • დალაგებისას პერსონალური დაცვის საშუალების გამოყენება;
  • ხელების დაბანა საპნითა და წყლით დალაგებამდე და მის შემდეგ;
  • ხშირად შეხებადი ზედაპირების და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული გაწმენდა დეზინფექცია;
  • რბილი ავეჯის და იაატაკის სპეციალური საწმენდი საშუალებებით წმენდა;
  • გამოყენებული თეთრეულისა და პირსახოცების შეგროვება სპეციალურად ამისთვის განკუთვნილ ტომარაში;
  • თეთრეულისა და პირსახოცების გარეცხვა არანაკლებ 60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლითა და სათანადო სარეცხი საშუალებების კომბინაციით;
  • მტვრისა და მიკროორგანიზების ჰაერში ან სუფთა ზედაპირებზე მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია;
  • სტუმრის მიღება/გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა. [/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი