ახალი ამბები

“შეცდომა იყო” – რუსი მიტროპოლიტი პარიზში ქართული სამრევლოს გახსნაზე

23 ივნისი, 2020 • 1366
“შეცდომა იყო” – რუსი მიტროპოლიტი პარიზში ქართული სამრევლოს გახსნაზე

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ცნობით, დასავლეთ ევროპისა და სლავური დიასპორის სამთავარეპისკოპოსს მმართველმა, დუბნინის მიტროპოლიტმა იოანემ უპასუხა მათ მიერ 16 ივნისს გაგზავნილ წერილს, სადაც ნათქვამი იყო, რომ „პარიზში მართლმადიდებელი ეკლესიის გახსნა, რომელსაც სამთავარაეპისკოპოსოს იურისდიქციაში მყოფი ქართული ეროვნების მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იეროთეოზი უხელმძღვანელებს, ქართული მართმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია“.

საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა მიტროპოლიტ იოანეს წერილი, რომელშიც აცხადებს, რომ „არქიმანდრიტ იორეთეოსის პუბლიკაცია იყო შეცდომითი, რადგან ჩვენ მისთვის ასეთი მისია არ დაგვივალებია“.

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ და ძმაო თანამწირველო.

მივიღეთ თქვენი 2020 წლის 16 ივნისის წერილი და, გთხოვთ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ჩემი მოკრძალებული მოკითხვა გადასცეთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, გარწმუნებთ, რომ არასოდეს გვქონია განზრახვა, შეგვექმნა ქართული სამრევლო ჩვენს სამთავარეპისკოპოსოში. არქიმანდრიტ იეროთეოსის პუბლიკაცია იყო შეცდომითი, რადგან ჩვენ მისთვის ასეთი მისია არ დაგვივალებია. მას ჰქონდა ნებართვა, ემსახურა მხოლოდ ჩვენს ერთ რომელიმე სლავურ სამრევლოში და ასევე მივეცით უფლება, ნაწილობრივ გამოეყენებინა თავისი მშობლიური ენაც თავისივე სიკეთისთვის. მან კი საკუთარი სოციალური ქსელი გამოიყენა სხვა მიზნებისთვის, მიგვიყვანა რა ამ სამწუხარო ინციდენტამდე, რის გამოც ძალიან ვწუხვარ.

ამავე დროს, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ბოდიში და გარწმუნებთ ჩემს ძმურ სიყვარულში.

გისურვებთ ურყევ ჯანმრთელობას და დიდ სიხარულს თქვენს მღვდელმთავრულ მსახურებაში“.

პარიზში სლავური დიასპორის იურისდიქციის ქვეშ ეკლესიის გახსნა ქართველი წინამძღოლით, მიუღებელია – საპატრიარქო

გარეკანის ფოტო: სპატრიარქოს FB-გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი